უფასო სამედიცინო აქცია გურჯაანში
გურჯაანის ფრანგულ სამედიცინო ცენტრში "კახეთი იონი", თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა, 0-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. უფასო სამედიცინო კონსულაცია 400-ზე მეტ მოზარდს გაეწია, რომელშიც ჩართული იყვნენ: ბავშვთა ენდოკრინოლოგი - პროფესორი ნინო ხელაძე; ბავშვთა ნევროლოგი - პროფესორი თეონა შათირიშვილი; ბავშვთა ორთოპედი/ტრავმატოლოგი - მერაბ ვარძუკაშვილი; ბავშვთა ჰემატოლოგი - ანა კობახიძე; ბავშვთა უროლოგი - პროფესორი პაატა გიორგაძე; ყელ-ყურის ექიმი - ვლადიმერ კვაჭანტირაძე; ბავშვთა ალერგოლოგი - ლალი საგინაძე; ბავშვთა ოფთალმოლოგი - ნათია ქესანაშვილი; ბავშვთა დერმატოლოგი - ქეთევან ხიშტოვანი; ბავშვთა გასტროენტეროლოგი - დავით მახათაძე; პედიატრი - პროფესორი ივანე ჩხაიძე; უფასო სამედიცინო აქცია საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ინიციატივით განხორციელდა, რომლის მხარდამჭერებიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, გურჯაანის ფრანგული სამედიცინო ცენტრი "კახეთი იონი" და "გურჯაანის ნაყინი" იყვნენ.