ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

აწარმოე საქართველოში (სოფლის მეურნეობა)

"აწარმოე საქართველოში" პროგრამას განახორციელებენ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მიზნები:

  •  წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა;
  • ახალი საწარმოების შექმნის და არსებულის გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა;

სოფლის მეურნეობის მიმართულება

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

  • დაფინანსებული სესხით/ლიზინგით აუცილებელია შეიქმნას მხოლოდ ახალი საწარმო ან გაფართოვდეს/გადაიარაღდეს არსებული საწარმო;
  • საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სანიტარულ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;
  • ახლად შექმნილი ან გაფართოებული/გადაიარაღებული საწარმოს შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას უნდა გააჩნდეს ესთეტიური გარეგანი სახე.

სესხის/ლიზინგის გაცემა შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:

  1. პირველადი სასოფლოსამეურნეო საწარმოების დაფინანსება:
  •  ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, მწვანილის და სოკოს მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა;
  •  მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმა (მერძეული–მეხორცული);
  •  მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეღორეობის ფერმა;
  • მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფაბრიკა (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე);
  •  მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;
  •  მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის თევზის წარმოება;
  •  მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;
  •  საჩითილეები და სანერგეები;
  •  მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა.
  1. სასოფლოსამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება:
  •  ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, სოკოს, ციტრუსის გადამუშავება;
  •  კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;
  •  მატყლის, ტყავის გადამუშავება;
  •  დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
  •  ხორცის და რძის გადამუშავება;
  •  მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;
  •  ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
  •  სასაკლაოს მოწყობა;
  •  მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;
  •  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოება.
  1. ინფრასტრუქტურული საწარმოების დაფინანსება:
  •  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;
  •  მარცვლეულის საშრობები;
  •  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრო მეურნეობები;

პროგრამის ფარგლებში სესხი/ლიზინგი არ შეიძლება გაიცეს ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოებლად.

კრედიტის/ლიზინგის პირობები:

პროგრამის ფარგლებში ერთი სესხის/ლიზინგის მოცულობა არ უნდა იყოს 1 500 000 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 5 000 000 ლარს. 5 000 000 ლარზე მეტი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

გაცემული სესხების/ლიზინგების საშეღავათო პერიოდი ძირითად თანხაზე:

  • ძირითადი საშუალებებისთვის - არანაკლებ 24 თვისა;
  • საბრუნავი საშუალებებისთვის - არანაკლებ 18 თვისა;

გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც სესხის/ლიზინგის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი და მსესხებელი შეთანხმდებიან სხვა სახის საშეღავათო პერიოდზე.

პროგრამით გათვალისწინებულია სესხის შემდეგი საპროცენტო განაკვეთები პირველი 24 თვის განმავლობაში. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაიცეს სესხი როგორც ფიქსირებული, ასევე ცვლადი საპროცენტი განაკვეთის სახით, რაც განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • 1 500 000 ლარიდან 3 000 000 ლარამდე - არა უმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6% წლიურად;
  • 3 000 000 ლარიდან 5 000 000 ლარამდე - არა უმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5% წლიურად.

*იმ შემთხვევაში თუ ბანკმა გასცა სესხი ფიქსირებულ განაკვეთში, სესხის გრაფიკი რჩება უცვლელი სესხის მოქმედების პერიოდში;

*იმ შემთხვევაში თუ ბანკმა სესხი გასცა ცვლადი საპროცენტო განაკვეთით, სესხის გრაფიკი შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ ბენეფიციარის წილი საპროცენტო განაკვეთის ჭრილში რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად, ხოლო ყველა სხვა მაჩვენებელი უნდა იყოს უცვლელი.

სააგენტო განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას არაუმეტეს წლიური 10%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან მხოლოდ 24 თვის განმავლობაში.

პროგრამით გათვალისწინებული ლიზინგის საპროცენტო განაკვეთი - არაუმეტეს 13%.

სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 24 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 12%–ის ოდენობით.

სააგენტო მოახდენს პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ახალი საწარმოებისათვის გაცემული სესხების ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის 50%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1 500 000 ლარის ოდენობით მეორად უზრუნველყოფას სესხის/ლიზინგის პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 48 თვის მანძილზე. მეორადი უზრუნველყოფა არ ვრცელდება გაცემულ ლიზინგებზე.

იმ პერიოდის განმავლობაში, რომელშიც სააგენტოს მიერ განხორციელდება საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება, ან სესხის/ლიზინგის უზრუნველყოფა ბენეფიციარი ვალდებულია:

  • დაიცვას სესხის/ლიზინგისა და საინვესტიციო პროექტით განსაზღვრული მიზნობრიობა;
  • შეინარჩუნოს დაფინანსებული საწარმოს პროფილი;
  • შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული საწარმოო გეგმის ძირითადი მაჩვენებლები;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge

 

აწარმოე საქართველოში

გააზიარე