Hot line : (0 353) 22 12 23

უფასო სამედიცინო აქცია გურჯაანში

1 July, 2020

გურჯაანის ფრანგულ სამედიცინო ცენტრში "კახეთი იონი", თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა, 0-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. უფასო სამედიცინო კონსულაცია 400-ზე მეტ მოზარდს გაეწია, რომელშიც ჩართული იყვნენ:  ბავშვთა ენდოკრინოლოგი - პროფესორი ნინო ხელაძე;  ბავშვთა ნევროლოგი - პროფესორი თეონა შათირიშვილი;  ბავშვთა ორთოპედი/ტრავმატოლოგი - მერაბ ვარძუკაშვილი;  ბავშვთა ჰემატოლოგი - ანა კობახიძე;  ბავშვთა უროლოგი - პროფესორი პაატა გიორგაძე;  ყელ-ყურის ექიმი - ვლადიმერ კვაჭანტირაძე;  ბავშვთა ალერგოლოგი - ლალი საგინაძე; ბავშვთა ოფთალმოლოგი - ნათია ქესანაშვილი;  ბავშვთა დერმატოლოგი - ქეთევან ხიშტოვანი;  ბავშვთა გასტროენტეროლოგი - დავით მახათაძე;  პედიატრი - პროფესორი ივანე ჩხაიძე;  უფასო სამედიცინო აქცია საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ინიციატივით განხორციელდა, რომლის მხარდამჭერებიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, გურჯაანის ფრანგული სამედიცინო ცენტრი "კახეთი იონი" და "გურჯაანის ნაყინი" იყვნენ.

 

Share page