ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მუზეუმები

იოსებ ნონეშვილის სახელობის მუზეუმი  

იოსებ ნონეშვილის მუზეუმი  სოფელ კარდენახში მდებარეობს, რომელიც 1986 წელს დაფუძნდა.

მუზეუმში 17 000 - მდე ექსპონატი ინახება. დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის იოსებ ნონეშვილის პირადი ნივთები, ხელნაწერები, დოკუმენტური და ფოტომასალა, სამახსოვრო საჩუქრები, აუდიო-ვიდეო მასალები და სხვა.

ვიზიტორობს მუზეუმში სტუმრობა ყოველდღე, გარდა ორშაბათისა,  10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლიათ.

 

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი სოფელ გურჯაანში მდებარეობს, რომელიც 1981 წლის 28 ივნისიდან ფუნქციონირებს და 2008 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს, 1989 წელს, ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლი შემოუერთდა, რომელიც უნიკალურია იმით, რომ შენობა მე-19-ე საუკუნის დასაწყისშია აგებული.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში 2050 დაცული ექსპონატის მონახულება შეუძლიათ სტუმრებს.

ვიზიტორებს სტუმრობა ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლიათ. 

 

 

სოფელ ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი

სოფელ ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი 1966 წელს დაფუძნდა.

ის განთავსებულია თავად ლევან ჯანდიერის საცხოვრებელ სახლში, რომელიც 1889 წელს არის აგებული.

მუზეუმში დაცულია 4792 ექსპონატი. სხვადახვა პერიოდის არქეოლოგიური მასალა: ქალის სამკაულები, ჭურჭელი, მოჭიქული კერამიკის ნიმუშები, საბრძოლო და შრომის იარაღები, გლიპტიკის ნიმუშები, ნუმიზმატიკური მასალა, შუა საუკუნეების სასულიერო ლიტერატურა, XIX ს-ის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, ერეკლე II-ის „წყალობის სიგელი“ და სხვა.

ასევე ფოტოგამოფენები: “ვაჩნაძიანის ისტორიული ძეგლები”, “მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა” და ”ჩვენი სოფლის ისტორია” (დოკუმენტური მასალების მიხედვით).

მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის ღიაა ყოველდღე 10 სთ-დან 18 სთ-მდე, გარდა ორშაბათისა.

 

დიდების მემორიალური მუზეუმი   

დიდების მემორიალური მუზეუმი   ქალაქ გურჯაანში მდებარეობს. მუზეუმი 1978 წელს დაფუძნდა, სადაც დაცულია მეორე მსოფლიო ომის თემასთან დაკავშირებული 126 ექსპონატი: ფერწერული ტილოები, სკულპტურები და ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალა.

დიდების მემორიალური მუზეუმი - „ობელისკების“ ტერიტორიაზეა განთავსებული, რომლის სიმბოლოსაც მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტი ”ჯარისკაცის მამა”  წარმოადგენს. აქვეა, მარადისობის კედელი, რომელზეც ამოტვიფრულია 4 000 შინმოუსვლელი ჯარისკაცის სახელი.

მუზეუმი ვიზიტორობესთვის ღიაა, ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გარდა ორშაბათისა.

 

ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი

ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი სოფელ ვეჯინში მდებარეობს, რომელიც 1988 წელს დაფუძნდა.

მუზეუმში დაცულია 3125 ექსპონატი: ქართველი ფიზიოლოგის, საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიის წევრის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის (1885-1974 წწ.) მემორიალური ნივთები, მეცნიერის მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა, სამეცნიერო შრომები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.  

ვიზიტორობს მუზეუმში სტუმრობა ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლიათ.

 

გააზიარე