ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ველისციხეში

გამოქვეყნების თარიღი: 18 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი: 18 იანვარი, 2020

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად შეხვედრა გაიმართა სოფელ ველისციხეში.

 ადგილობრივებმა, საერთო კრებაზე რამდენიმე აქტუალური საკითხი დაასახელეს რომლის გადაჭრაც პროგრამის ფარგლებში სურთ. მათ შორის კი სამი საკითხი გამოიკვეთა - საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა, საჯარო სკოლის ღობის რეაბილიტაცია და სამუსიკო სკოლაში კარ-ფანჯრის შეცვლა.

 წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", ველისციხისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე