სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ველისციხეში
Publish date:
18 January, 2020
End date:
18 January, 2020
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად შეხვედრა გაიმართა სოფელ ველისციხეში.
ადგილობრივებმა, საერთო კრებაზე რამდენიმე აქტუალური საკითხი დაასახელეს რომლის გადაჭრაც პროგრამის ფარგლებში სურთ. მათ შორის კი სამი საკითხი გამოიკვეთა - საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა, საჯარო სკოლის ღობის რეაბილიტაცია და სამუსიკო სკოლაში კარ-ფანჯრის შეცვლა.
წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", ველისციხისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.