სოფელ მუკუზანში სკოლის გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
სოფელ მუკუზანში სკოლის გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპისთვის გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფლატის საფარი დაიგება 1 100 მეტრამდე სიგრძის გზაზე, ეზოებში შესასვლელებსა და მიერთებებზე, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ფენიქსი" " ასრულებს. გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 536 750 ლარი დაიხარჯება.