Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ მუკუზანში სკოლის გზის რეაბილიტაცია გრძელდება.

19 June, 2020

 სოფელ მუკუზანში სკოლის გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპისთვის გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში ასფლატის საფარი დაიგება 1 100 მეტრამდე სიგრძის გზაზე, ეზოებში შესასვლელებსა და მიერთებებზე, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.  საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ფენიქსი" " ასრულებს.  გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 536 750 ლარი დაიხარჯება. 

Share page