ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შშმ ბავშვთა და მათი მშობლების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

23 April, 2021

ქალაქ გურჯაანში, "პაპას ბაღის" ტერიტორიაზე, გურჯაანის შშმ პირთა მშობელთა ასოციაციის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მათი მშობლების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენა მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტში შშმ პირთა თემის გაძლიერებას, მათი მოტივაციის გაზრდას, საკუთარი თავის რწმენის ამაღლებას და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას. მსგავსი გამოფენა-გაყიდვები, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სოციალური საწარმოების შექმნის საქმეში.

გამოფენა-გაყიდვას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, თანამშრომლებთან ერთად, ესტუმრა, ნამუშევრები დაათვალიერა და ხელნაკეთი ნივთებიც შეიძინა.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

გააზიარე