ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის ფინალი

3 ნოემბერი, 2023

გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის მუნიციპალური ტურნირის ფინალი გაიმართა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდი „ადრენალინი“ გახდა.

ფინალურ ტურში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდნენ:

☑️ ბაკურციხე - "ადრენალინი";

☑️ კარდენახი - "როე საზღვარზე";

☑️ ველისციხე - "ანტიკვარი კახელები";

☑️ ვაჩნაძიანი - "ვიო ე";

☑️ მეოთხე საჯარო სკოლა - "წიოკი";

გამარჯვებულ გუნდს თასი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა გადასცა.

გააზიარე