მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის ფინალი
გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის მუნიციპალური ტურნირის ფინალი გაიმართა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდი „ადრენალინი“ გახდა.
ფინალურ ტურში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდნენ:
ბაკურციხე - "ადრენალინი";
კარდენახი - "როე საზღვარზე";
ველისციხე - "ანტიკვარი კახელები";
ვაჩნაძიანი - "ვიო ე";
მეოთხე საჯარო სკოლა - "წიოკი";
გამარჯვებულ გუნდს თასი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა გადასცა.