ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

18 აგვისტო, 2020

 ქალაქ გურჯაანში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობას ახორციელებს.  სამუშაოები, რომლისთვისაც 2 178 598 ლარია გამოყოფილი, დასასრულს უახლოვდება.  ტექნოპარკში სასწავლო ცენტრი, ლაბორატორიები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, საკონფერენციო დარბაზი, შოუ რუმები, საოფისე და რეკრეაციულ სივრცეები განთავსდება.  ტექნოპარკის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელჯორჯია“ ახორციელებს

გააზიარე