გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ქალაქ გურჯაანში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობას ახორციელებს. სამუშაოები, რომლისთვისაც 2 178 598 ლარია გამოყოფილი, დასასრულს უახლოვდება. ტექნოპარკში სასწავლო ცენტრი, ლაბორატორიები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, საკონფერენციო დარბაზი, შოუ რუმები, საოფისე და რეკრეაციულ სივრცეები განთავსდება. ტექნოპარკის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელჯორჯია“ ახორციელებს