ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წელს, სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 4 237 ბენეფიციარს გაუწია დახმარება

31 იანვარი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წელს, სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 4 237 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 659 446 ლარი გაიცა.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა მოიცავდა:

✔️მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;

✔️ახალშობილთა დახმარება;

✔️0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფა;

✔️ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება;

✔️ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაციის თანადაფინანსება;

✔️სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება;

✔️ მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება;

✔️მოქალაქეთა უფასო კვებით უზრუნველყოფა;

✔️ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარება;

✔️უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანადაფინანსება;

✔️უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებშის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადის თანადაფინანსება;

✔️უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება;

✔️100 და მეტი წლის ხანდაზმულ პირთა დახმარება;

✔️ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება;

✔️ელექტროენერგიის საფასურის თანაგადახდა;

✔️სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება;

✔️შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა დახმარება;

✔️უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება;

Აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 1 მლნ 900 000 ლარი დაიხარჯება.

 

გააზიარე