გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წელს, სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 4 237 ბენეფიციარს გაუწია დახმარება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წელს, სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 4 237 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 659 446 ლარი გაიცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა მოიცავდა:
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
ახალშობილთა დახმარება;
0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფა;
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება;
ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაციის თანადაფინანსება;
სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება;
მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება;
მოქალაქეთა უფასო კვებით უზრუნველყოფა;
ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარება;
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანადაფინანსება;
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებშის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადის თანადაფინანსება;
უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
100 და მეტი წლის ხანდაზმულ პირთა დახმარება;
ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება;
ელექტროენერგიის საფასურის თანაგადახდა;
სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება;
შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა დახმარება;
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება;
Აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 1 მლნ 900 000 ლარი დაიხარჯება.