გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს
აუქციონის დაწყება - დამთავრება 01.06.2019 12:00 – 16.07.2019 15:00
ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:
ა) შენობა-ნაგებობები:
ა-ა) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე - ყოფილი, ინდბინათმშენებლობის შენობა- ნაგებობები - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 _ საერთო ფართით - 1 712,60 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11 471,0 კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.066. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 225 722 (ორას ოცდახუთი ათას შვიდასოცდაორი) ლარი, (შენობების ღირებულება - 40 006, (ორცი ათას ექვსი) ლარი, მიწა - 185 716 (ასოთხმოცდახუთი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 67 717 (სამოცდა შვიდი ათას შვიდას ჩვიდმეტი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 11 286 (თერთმეტი ათას ორას ოთხმოცდაექვსი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ძირითადად ანგარის ტიპისაა, რომლებიც სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ძალიან დაზიანებულია. სახურავისა და სხვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები დაშლილ-კოროზირებულია. შენობები გამოსულია მწყობრიდან და რაიმე მიზნით გამოყენებისთვის უვარგისია. ეზოში ეკალ-ბარდი და ველური მცენარეებია გავრცელებული.
ა-ბ) ქ. გურჯაანში, ტაბიძის ქუჩა N4-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა - საერთო ფართით - 988,6 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 7 243,0კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.266. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 241 611 (ორას ორმოცდაერთი ათას ექვსას თერთმეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 60 898, (სამოცი ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი, მიწა - 180 713 (ასოთხმოცი ათას შვიდას ცამეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 72 484 (სამოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 12 081 (თორმეტი ათას ოთხმოცდაერთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა განთავსებულია ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე. ეზოში გავრცელებულია ხე-მცენარეები. შენობა - ნაგებობა მკვიდრია. საჭიროებს კაპიტალურ რემონტს.
ა-გ) სოფელ შაშიანში მდებარე, ყოფილი ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები - N1 და N2 - შენობების საერთო ფართი - 992,30კვმ, მიმაგრებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1 729,0 კვმ, ს.კ. 51.04.62.003. საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება - 70 453 ( სამოცდაათი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 52 592 (ორმოცდათორმეტი ათას ხუთას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 17 861 (ჩვიდმეტი ათას რვაას სამოცდაერთი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 21 136 (ოცდაერთი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 523 (სამი ათას ხუთას ოცდასამი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობები განთავსებულია თელავი - თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ. შენობები ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და არ გააჩნია კარ-ფანჯარა. ესაჭიროება კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.
ა-დ) სოფელ ყიტაანში მდებარე შენობა-ნაგებობა - ყოფილი კულტურის სახლი. შენობის ფართი - 157,2კვმ. მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1 104,0კვმ, საკადასტრო კოდი - 51.09.55.078. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 16 359 (თექვსმეტი ათას სამას ორმოცდაცხრამეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 7 008 (შვიდი ათას რვა) ლარი, მიწის ფასი - 9 351 (ცხრა ათას სამას ორმოცდა თერთმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 4 908 (ოთხი ათას ცხრაასრვა) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 818 (რვაას თვრამეტი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში, კედლები და ჭერი ჩამონგრეულია. სახურავი გამოსულია მწყობრიდან, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, ესაჭიროება კაპიტალური აღდგენა.
ა-ე) სოფელ კოლაგში მდებარე შენობა-ნაგებობა - ყოფილი კულტურის სახლის შენობა. შენობის საერთო ფართი - 548,6კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1587,0კვმ, საკადასტრო კოდი - 51.13.55.056. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 38 874 (ოცდათვრამეტი ათას რვაას სამოცდათოთხმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 26 591 (ოცდაექვსი ათას ხუთას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 12 283 (თორმეტი ათას ორას ოთხმოცდასამი) ლარი);E„ბე“ - საწყისი ფასის 30% - 11 662 (თერთმეტი ათას ექვსას სამოცდაორი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - 5% - 1 944 (ერთი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში. არის ამორტიზირებულია _ სახურავი დაზიანებულია, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის შედეგადაც დაზიანებულია ჭერი და კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა. საჭიროებს კაპიტალურ აღდგენას. მიმაგრებული მიწა თავისუფალია, არ არის დატვირთული რაიმე საქმიანობით.
ა-ვ) სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობა - ყოფილი N2 საბავშვო ბაღის შენობა. შენობის საერთო ფართი - 259,40 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნმეო დანიშნულების მიწა - 1093,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.15.23.286. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 20 209 (ოცი ათას ორას ცხრა) ლარი. (შენობის ღირებულება - 8 918 (რვა ათას ცხრაასთვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 11 291 (თერთმეტი ათას ორას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 6 063 (ექვსი ათას სამოცდასამი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 011 (ერთი ათას თერთმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფელში. არის მოუვლელი და ამორტიზებული, დაზიანებულია სახურავი. მეორე სართულს ხის შუშაბანდი აქვს. ესაჭიროება კაპიტალური აღდგენა.
ა-ზ) სოფელ კარდენახში მდებარე, კულტურის სახლის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო ფართი - 1544,0კვმ, მიმაგრებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 4872,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.15.73.037. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 98 115 (ოთხმოცდათვრამეტი ათას ასთხუთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 47 787 (ორმოცდაშვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაშვიდი) ლარი, მიწის ღირებულება - 50 328 (ორმოცდაათი ათას სამასოცდარვა) ლარი.) „ბე“ - შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 29 435 (ოცდაცხრა ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 4 906 (ოთხი ათას ცხრაას ექვსი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში. არის მოუვლელი და ამორტიზებული, დაზიანებული აქვს სახურავი, რის გამოც დაზიანებულია კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა.
ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:
ბ-ა) ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე - 184,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.01.57.301. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 5 601 (ხუთი ათას ექვსასერთი) ლარი. „ბე“ საწყისი ფასის 30% - 1 681 (ერთი ათას ექვსასოთხმოცდაერთი) ლარი, სავაჭრო ბიჯი 5% - 280 (ორას ოთხმოცი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი განთავსებულია ქ. გურჯაანში, ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ. ფართობზე გავრცელებულია ველური მცენარეები და ჯაგნარი.
ბ-ბ) სოფელ ბაკურციხეში მდებარე - 500,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.14.63.027. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 2 990 (ორი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარი. „ბე“ საწყისი ფასის 30% - 897 (რვაას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი, სავაჭრო ბიჯი 5% - 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი განთავსებულია ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ, სოფლიდან მოშორებით. არის ოდნავ დამრეცი. ზედ განთავსებულია ხემცენარეები.
ბ-ბ) სოფელ ბაკურციხეში მდებარე - 114,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.14.62.134. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 1 018 (ერთი ათას თვრამეტი) ლარი. „ბე“ საწყისი ფასის 30% - 306 (სამასექვსი) ლარი, სავაჭრო ბიჯი 5% - 51 (ორმოცდათერთმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი განთავსებულია ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ. მახლობლად განთავსებულია კომერციული ობიექტები.
________________________
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში
გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა
სახაზინო კოდებზე - შენობა-ნაგებობის შემთხვევაში - 300503313; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში - 300503390;
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის
შედეგები უქმდება.
- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს გადეცემა საკუთრების
უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 23 35; ასევე, შეგიძლია დარეკოთ
ცხელ ხაზზე - 2 601 601.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი