გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ აუქციონს
აუქციონის დაწყება - დამთავრება
09.07.2021w. 11:00–19.07.2021წ. 16:00
ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული:
- სოფელ ველისციხეში მდებარე, 1477,0 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.08.57.150. ღირებულება - 19 600 (ცხრამეტიათას ექვსასი) ლარი. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 1 960 (ერთი ათას ცხრაასსამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 98 (ოთხმოცდათვრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 588 (ხუთასოთხმოცხდარვა) ლარი. საიჯარო ვადა - 5 (ხუთი) წელი.
ობიექტისაღწერილობა:
იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთი განთავსებულია სოფლის მიმდებარედ, არის სწორი რელიეფის მქონე,
თავისუფალი და არ არის შემოღობილი.
- სოფელ კაჭრეთში მდებარე, ყოფილი ადმინისტრაციული ერთეულის შენობა-ნაგებობის, ს.კ.
51.20.54.313, პირველ სართულზე განთავსებული 43,10კვ მარა საცხოვრებელი ფართი. ქონების
ღირებულება - 13 865(ცამეტი ათას რვაას სამოცდახუთი) ლარი. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 840
(რვაას ორმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 42 (ორმოცდაორი). „ბე“ - საწყისი
ქირის 30% - 252(ორას ორმოცდათორმეტი) ლარი. საიჯარო ვადა - 3 (სამი) წელი.
ობიექტისაღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართობი განთავსებულია შენობის პირველ სართულზე. არის სარემონტო,სუფთა მდგომარეობაში.
____________________
- აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა გამარჯვებისდამადასტურებელი ოქმი.
- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის
ვადაში დაფაროს აუქციონის შედეგად დაფიქსირებული, ერთი თვის საიჯარო ქირა და ქონების
მესაკუთრესთან გააფორმოს საიჯარო ხელშეკრულება;
- იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების
დამადასტურებელ ოქმს, ან/და არ გააფორმებს აღნიშნულ ვადაში საიჯარო ხელშეკრულებას, აუქციონის
შედეგები უქმდება ხოლო,გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე) უკან აღარ ბრუნდება;
- თუ ელექტრონული აუქციონი არშედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული
პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით გადაიხადეს „ბე“ ან
წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არმიიღებენ
მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში
მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
საიჯარო ქირა, მიწის იჯარისათვის შეიტანება სს „ლიბერთი ბანკში“, საბანკო ანგარიშზე - 300503047;
არასაცხოვრებელი ფართისათვის - 300503212.
ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 599 85 22 88, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი