ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

2019 წელს, სოფელ კაჭრეთის ე.წ."ქვესადგურის" უბნის გზა რეაბილიტირდა

გამოქვეყნების თარიღი: 4 მარტი, 2020
დასრულების თარიღი: 4 მარტი, 2020

2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ კაჭრეთში, ე.წ. "ქვესადგურის" უბნის გზის რეაბილიტაცია განახორციელა.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 480 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი.  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გურჯაანის მერიის დაკვეთით, ამხანაგობა "ენკამ" შეასრულა, რაზეც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 234 000 ლარამდე დაიხარჯა. აღსანიშნავია,რომ გასულ წელს, სოფელ კაჭრეთში, ასევე რეაბილიტირდა საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა

გააზიარე