2019 წელს, სოფელ კაჭრეთის ე.წ."ქვესადგურის" უბნის გზა რეაბილიტირდა
Publish date:
4 March, 2020
End date:
4 March, 2020
2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ კაჭრეთში, ე.წ. "ქვესადგურის" უბნის გზის რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 480 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გურჯაანის მერიის დაკვეთით, ამხანაგობა "ენკამ" შეასრულა, რაზეც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 234 000 ლარამდე დაიხარჯა. აღსანიშნავია,რომ გასულ წელს, სოფელ კაჭრეთში, ასევე რეაბილიტირდა საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა