ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

6 ნოემბერი, 2024

ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ.

ძლიერმა ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველგან აღდგენილია.

მერიის ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიები დილიდან გავიდნენ სოფლებში და ზარალის შესწავლა დაიწყეს.

გააზიარე