ძირკოკის ტრადიციული გრანდიოზული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში
სოფელმა ძირკოკმა ქართულ ჭიდაობაში ტრადიციულ გრანდიოზულ რესპუბლიკურ ტურნირს კიდევ ერთხელ უმასპინძლა.
ასპარეზობა 5 წონით კატეგორიაში გაიმართა, რომელშიც 150 - ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა მთელი საქართველოდან. თითოეულ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც, შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და საპრიზო თანხით დაჯილდოვდნენ.
ტურნირში წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ " გურჯაანის სპორტული გაერთიანების" სპორტსმენმა გიგი კეკვიაშვილმა, რომელმაც, 60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა და ოქროს მედალი მოიპოვა.
კვალიფიციურ მსაჯთა კოლეგიას, ქართული ჭიდაობის კახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი, გოჩა ტატიშვილი ხელმძღვანელობდა.
ასპარეზობას, ქართული ჭიდაობის სხვა ქომაგებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი - გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფალავანი, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი - ალექსი დავითაშვილი ესწრებოდნენ.
ძირკოკის ტრადიციული გრანდიოზული რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტული გაერთიანების" ორგანიზებით გაიმართა.