ძირკოკის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე მოინახულა.
სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 285 285 ლარით ფინანსდება.