ზემო კაჭრეთში სკოლის გზის რეაბილიტაცია სრულდება
სოფელ ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
პროექტის მიხედვით, მოასფალტდა 1400 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ამჟამად მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ნიუპოვერი" ასრულებს.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.