ზემო კაჭრეთში 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობს
სოფელ ზემო კაჭრეთში, 24 საათიანი წყალმომარაგების მოსაწყობად, სამუშაოები მიმდინარეობს.
24 საათიანი წყალმომარაგების სისტემების მოწყობა ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში მიმდინარეობს:
სოფელი გურჯაანი;
ჭანდარი;
ძირკოკი;
ვეჯინი;
კოლაგი;
ბაკურციხე;
კარდენახი;
კაჭრეთი;
ზემო კაჭრეთი;
ჯიმითი;
ნანიანი;
არაშენდა;
დარჩეთი;
ქოდალო;
აღნიშნული 14 სოფლის წყალმომარაგებისთვის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 65 538 178 ლარს დახარჯავს.