ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ზეგაანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28 სექტემბერი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში, საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით მოეწყო სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 393 795 ლარს შეადგენს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “ლაგოდეხავტოგზა” ასრულებს.

გააზიარე