ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"ხილის ფესტივალი -2019" გურჯაანში

26 აგვისტო, 2019

 გურჯაანმა "ხილის ფესტივალი 2019" - ს უმასპინძლა, რომელიც სოფელ ჩუმლაყში გაიმართა. ფესტივალში, რომლის მიზანიც კახეთის რეგიონში მეხილეობის დარგის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით დასაქმებული ფერმერებისა და მეწარმეების ხელშეწყობაა, ადგილობრივი ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი სეზონური ხილი და მისგან დამზადებული, ნატურალური წვენები, მურაბები, ჩირები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა ნაწარმი. ფესტივალის თითოეულ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა. ღონისძიების დასასრულს კონცერტი გაიმართა, რომელშიც ნინი შერმადინი, ოთო ნემსაძე და გურჯაანის ფოლკლორული ანსამბლი "ხარება" მონაწილეობდნენ. ფესტივალს, ადგილობრივებთან და სხვა სტუმრებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  „ხილის ფესტივალი 2019“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის" და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“ -ს მხარდაჭერით ჩატარდა.

გააზიარე