ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცეს

23 April, 2022

საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

" ჩვენს მუნიციპალიტეტში უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ვესტუმრეთ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. თითოეულ მათგანს, პირველ რიგში, ვუსურვებ მშვიდობას და საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას. " - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის უკრაინიდან ჩამოსული 11 ოჯახი იმყოფება.

გააზიარე