ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ვაზისუბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12 ნოემბერი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ვაზისუბანში, ე.წ. სოლომნიშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

 პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 462 მეტრიან მონაკვეთს, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და დაიდგმება საგზაო ნიშნები.

 სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 240 824 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 აღნიშნული გზით, სოფელ ვაზისუბნის 300-ზე მეტი მაცხოვრებელი სარგებლობს.

გააზიარე