ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი 6 ოჯახი საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილდა

8 ნოემბერი, 2024

უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების სახელმწიფო პროგრამით გურჯაანში, პირველ ეტაპზე, საცხოვრებელი სახლით 6 ოჯახი დაკმაყოფილდა.

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი მაჩხაშვილმა, აღნიშნულ ოჯახებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება პირადად გადასცეს.

ბრძანების მიხედვით, ოჯახებს განესაზღვრა 6 თვიანი ვადა, რომ სააგენტოში წარადგინონ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი, რომელიც მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს აკმაყოფილებს. საცხოვრებელი სახლის შესაძენად თითოეულ ოჯახზე გამოიყოფა 50 000 ლარი. აღნიშნული პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

გააზიარე