უფასო სამედიცინო აქცია
გურჯაანში, კურორტ "ახტალაზე " „თბილისის გულის ცენტრის“ პერსონალის მიერ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა.
აქციით 150 - მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, რომლებსაც გაეწიათ ექიმი კარდიოლოგის კონსულტაცია და ჩაუტარდათ კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის „თბილისის გულის ცენტრს“ მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურებისთვის!