ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია გურჯაანში

10 მარტი, 2022

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინელების დასახმარებლად შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი დახარისხდა და დაიტვირთა გასაგზავნად.

ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად ჩაერთნენ მოქალაქეები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციაში დასაქმებულები. ასევე, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 000 ლარი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს აქტიურობისთვის და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის!

 

გააზიარე