"ტრადიცია და თანამედროვეობა" გურჯაანში ლექცია - სემინარი გაიმართა
გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ცნობილმა მუსიკოსმა და ფოლკლორისტმა გია ბაღაშვილმა თემაზე: "ტრადიცია და თანამედროვეობა" ლექცია - სემინარი გამართა.
სემინარის მიზანია ქართული ეთნოკულტურული ტრადიციების უკეთესად გაცნობა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის წარმოჩენა თანამედროვე გამოწვევების ჭრილში.
ღონისძიების დასასრულს ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.