ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

თოვლის პაპა გურჯაანის სოფლებში

7 იანვარი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 27 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით თოვლის პაპა მოგზაურობდა.

თოვლის პაპა თითქმის ყველა სოფელს ესტუმრა და შემხვედრ პატარებს ტკბილეული გადასცა.

საახალწლო განწყობისთვის სოფელ ვაჩნაძიანში, ველისციხეში, ვეჯინში,ბაკურციხეში,არაშენდასა და კაჭრეთში "Leko’s Music Studio"-ს კონცერტები გაიმართა.

თოვლის პაპის მოგზაურობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტრადიციად იქცა და მესამე წელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის ჩართულობით ხორციელდება.

გააზიარე