ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტება დასრულდა

4 სექტემბერი, 2019

 ქალაქ გურჯაანში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, მოასფალტდა 402 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და დაიდგა საგზაო ნიშნები. თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 176 809 ლარი დაიხარჯა. 

გააზიარე