ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სტიქიით დაზარალებული სახლების სახურავების გადახურვა გრძელდება

16 სექტემბერი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გადახდილი სახურავების გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი სტიქიამ რამდენჯერმე დააზარალა, გზების ინფრასტრუქტურის გარდა, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ მოსახლეობას, როგორც კერძო, ასევე, საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავები მნიშვნელოვნად დაუზიანა, მოხდა ზარალის შესწავლა და ხარჯთაღიცხვის შედგენა, მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად, გამოიყო ფინანსური რესურსი, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 131 სახლის გადახურვა ხორციელდება.

გააზიარე