სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 15 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაში ჩართული მოქალაქეები მონაწილეობენ.
დღეს დილიდან, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში დასაქმებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ერთობლივად ჩაერთნენ სტიქიისგან დაზიანებული გზების გაწმენდის სამუშაოებში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს და აქ დასაქმებულ ყველა მოქალაქეს დახმარებისთვის.
ამ დროისთვის, გაწმენდილია დაზიანებული ცენტრალური და შიდა გზები, მოსახლეობას შეფერხების გარეშე მიეწოდება ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდება დღის მეორე ნახევარში ყველგან სრულად იქნება აღდგენილი. აქტიურად გრძელდება ქალაქ გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე დაზიანებული საერთო საცხოვრებლების სარდაფების გაწმენდის სამუშაოები.
შექმნილია სტიქიის შედეგების დადგენისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია, რომელიც ადგილზე მუშაობს.