სოფლის პროგრამა - ვეჯინი, კოლაგი, კარდენახი, ჭერემი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრები სოფლებში: ვეჯინში, კოლაგში, კარდენახსა და ჭერემში გაიმართა.
ადგილობრივებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მერის მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი შეხვდნენ.
შეხვედრებზე ადგილობრივებმა, ის მცირე მასშტაბიანი პრიორიტეტული პროექტები, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამ სოფლებში განხორციელდება, ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა სოფელში გაიმართა.
თითოეულ სოფელში პრიორიტეტები, ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. სწორედ მათ მიერ შერჩეულ პროექტებზე დაიხარჯება სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 520 000 ლარია გამოყოფილი.