ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის პროგრამა - ჩუმლაყი, ყიტაანი, ჭანდარი, ძირკოკი

9 თებერვალი, 2024

დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები გაიმართა, ჩუმლაყში, ყიტაანში, ჭანდარსა და ძირკოკში.

ადგილობრივებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა შეხვდნენ, სადაც ადგილობრივებმა, ხმათა უმრავლესობით, ის მცირე მასშტაბის პროექტები შეარჩიეს, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდება.

წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 520 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე