ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

22 თებერვალი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების - კახიფარის, ვაჩნაძიანისა და კალაურის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებული საჭიროებები განიხილეს.

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით განსაზღვრეს. სწორედ მათ მიერ შერჩეულ პრიორიტეტებზე დაიხარჯება თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.

წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 520 000 ლარია გამოყოფლი.

გააზიარე