სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ზეგაანში
გამოქვეყნების თარიღი:
17 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი:
17 იანვარი, 2020
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი მაჩხაშვილი ზეგაანის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივებმა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გამოყოფილი 16 000 ლარით, შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების განხორციელების შემდეგ გარე განათება მთელს სოფელს ექნება.