სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ჯიმითში
გამოქვეყნების თარიღი:
28 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი:
28 იანვარი, 2020
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა სოფელ ჯიმითში. ადგილობრივებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი შეხვდნენ. სოფლის საერთო კრებაზე ჯიმითელებმა, ხმათა უმრავლესობით წყლის სისტემების რეაბილიტაცია გადაწყვიტეს. წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", ჯიმითისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.