ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ჭანდარში

გამოქვეყნების თარიღი: 20 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი: 20 იანვარი, 2020

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში პრიორიტეტები შეარჩიეს სოფელ ჭანდარშიც. ადგილობრივებმა შეხვედრაზე რამდენიმე აქტუალური საკითხი განიხილეს, საიდანაც გამოიკვეთა - სასმელი წყლის ცენტრალური ავზის გაწმენდა და შემოღობვა, საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა და ამბულატორიის ეზოს შემოღობვა.  შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივებს, მიმდინარე წელს, მათ სოფელში სხვა დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, ისაუბრეს სოფელში არსებულ საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზეც.  წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სოფელ ჭანდრისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი

გააზიარე