ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ჩალაუბანში

გამოქვეყნების თარიღი: 27 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი: 27 იანვარი, 2020

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში პრიორიტეტი შეარჩიეს სოფელ ჩალაუბანშიც. ადგილობრივებმა შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი დაასახელეს, ხმათა უმრავლესობით კი, პროგრამით გათვალისწინებული თანხით, სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, არსებული რეზერვუარების სიმაღლეში აწევა გადაწყვიტეს. აღნიშნული რეზერვუარებიდან წყლით ერთ-ერთი დიდი უბანი ე.წ. "ღვინიაანთ" უბანი მარაგდება, რომელიც სოფლის დიდ ნაწილს შეადგენს.  ჩალაუბანში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ, მოსახლეობას მიმდინარე წელს, სხვა დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.  წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სოფელ ჩალაუბნისთვის, 16 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე