ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ახაშენში

გამოქვეყნების თარიღი: 17 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი: 17 იანვარი, 2020

საჯარო სკოლის ეზოს შემოღობვა, ე.წ. "პაპროაანთ" უბანში გარე განათების მოწყობა და სკოლის მიმდებარედ დასასვენებელი, მწვანე სივრცის მოწყობა - "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში აღნიშნული საკითხების გადაჭრა სურთ ახაშენში.

პრიორიტეტები ადგილობრივებმა, სოფლის საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომელსაც ჩემს მოადგილესთან თეიმურაზ ზავრაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან ერთად დავესწარი. შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ სოფელში არსებულ საჭიროებებზე, მათი მოგვარების გზებზე და მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებზე.

 წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", ახაშნისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე