ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა-ჯიმითში, ნანიანში, არაშენდაში, ქოდალოში, დარჩიეთში, ფხოველში, ზიარსა და ჭერემში.

9 მარტი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა-ჯიმითში, ნანიანში, არაშენდაში, ქოდალოში, დარჩიეთში, ფხოველში, ზიარსა და ჭერემში.

მოსახლეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვდა. ადგილობრივებთან ერთად სოფელში არსებული საჭიროებები და მათი მოგვარების გზები განიხილეს, საიდანაც ის პროექტები განისაზღვრა, რომლის განხორციელებაც, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობას სურს.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა. ადგილობრივებმა, გასული წლების მსგავსად, განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 520 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე