სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაოები დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაოები დაიწყო.
სოფელ კალაურში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ ორი საკითხი: სავარგულების გზების მოხრეშა და სოფლის თავში წყალსაქაჩის ჩადგმა დაასახელა. ამ ეტაპზე, სავარგულების გზებზე სამუშაო პროცესი უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, 2021 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 520 000 ლარი დაიხარჯება, საიდანაც სოფელ კალაურზე 20 000 ლარია გამოყოფილი.