ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა -ზემო კაჭრეთი - 11 თებერვალი

11 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს სოფელ ზემო კაჭრეთში გამართულ შეხვედრაზე.

მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, სოფელში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

ადგილობრივებმა, სოფლის საერთო კრებაზე, ხმათა უმრავლესობით,ზემო კაჭრეთისთვის პროგრამით გამოყოფილი 16 000 ლარით, სკვერის მოწყობა და სკოლასთან სანიაღვრე არხის რეაბილოტაცია გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ყველა სოფელში გაიმართება.

 

გააზიარე