სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - სოფელი ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ ჩუმლაყში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის ცენტრში არსებული სკვერის შემოღობვა და შესასვლელი კარის მოწყობა მიმდინარეობს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სოფელ ჩუმლაყში 20 000 ლარი დაიხარჯება