სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სოფელ კალაურში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გარე განათების მონტაჟი მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, კალაურში, ასევე მოიხრეშება ერთი შიდა საუბნო გზაც. სწორედ ეს პრიორიტეტები შეარჩია მოსახლეობამ სოფლის საერთო კრებაზე. მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, კალაურისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.