ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შაშიანში

3 ივლისი, 2020

სოფელ შაშიანში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 15 - მდე შიდა საუბნო გზაზე გარე განათება დამონტაჟდა.  სოფელ შაშიანში, პროგრამის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება სოფლის ცენტრში არსებული სკვერი.  მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, შაშიანისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.  შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, სოფლებში გამართულ საერთო კრებებზე, მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

გააზიარე